მაშინ, როცა დედაქალაქში ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო, ქუთაისის მერიაში ჯერ კიდევ არ იციან რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ქალაქში ახალი წლის დღეებში. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
უცნობია თანხის რაოდენობაც, რაც სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის უნდა დაიხარჯოს. ქუთაისიპოსტი გასული კვირიდან ცდილობს ინფორმაციის მიღებას ახალ წელთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის გეგმების შესახებ, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ არსებობს.
მერიას სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის არც ტენდერი გამოუცხადებია.
2021 წლის ზეიმის გარეშე აღნიშვნა, ადგილობრივ ბიუჯეტს 143 587 ლარი დაუჯდება.