ქობულეთის ახალი ტურისტული მარშრუტები

463

ქობულეთის ტურების წიგნზე მომუშავე გიდები მუნიციპალიტეტის პრაქტიკული ტურის პრეზენტაციას მართავენ. თემატური ტური მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების : ფიჭვნარის არქეოლოგიური გათხრების, ქობულეთის დაცული ტერიტორიის, პეტრას ციხისა და ციხისძირის აგარაკების მონახულებას მოიცავს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

სახელმძღვანელოზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით იქმნება ათამდე გიდი მუშაობს. მისი შექმნის მიზანი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მარშუტების გაწერა და დამწყები გიდებისთვის ცნობიერების ამაღლებაა.