მთავრობა ახალი ტურისტული ადგილების განვითარების პროგრამას იწყებს, რისთვისაც 200 მლნ ლარი გამოიყოფა, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, პროგრამა ითვალისწინებს როგორც ძველი ტურისტული არეალების რეაბილიტაციას, ისე ახლის განვითარებას.
“რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ მუშაობა ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბებაზე. ჩემი დავალებით, ეს პროგრამა უკვე გამზადებულია და რამდენიმე ხანში წარვადგენთ კონკრეტულ გეგმას, რაც არსებული ლოკაციების, ასევე, ახალი ადგილების განვითარებას შეეხება. მომდევნო წელს ვიწყებთ ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარებას და არსებულის რეაბილიტაციას. ამ მიზნით 200 მლნ ლარს გამოვყოფთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.