,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ბორჯომში, კოსტავას სახელობის მოედნისა და პატარა პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

513

პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ბორჯომში, კოსტავას სახელობის მოედნისა და პატარა პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

მოედანზე მიმდინარეობს ქვაფენილის დაგების სამუშაოები, მოეწყობა ფეხით სავალი ნაწილები და დასასვენებელი სივრცე. კოსტავას სახელობის პატარა პარკში მიმდინარეობს ფეხით სავალი ნაწილების რეაბილიტაცია. მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცე, ღია კინოთეატრი, ჭადრაკის დაფა, დასასვენებელი ფანჩატური, პერგოლა, კაფე, არსებულ შადრევანს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დამონტაჟდება დეკორატიული ურნები, სკამები, გარეგანათების ლამპიონები და წყლის ბიუვეტი. სრულად გამწვანდება პარკის ტერიტორია.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 4 მილიონ 200 ათასი ლარით ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.