რას მოხმარდება ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა – დეტალურად

425

წინა სტატია

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 254 047 400 ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის საწყის ბიუჯეტს 103 მილონი ლარით აღემატება, ხოლო მიმდინარე წლის მოქმედ ბიუჯეტს 49 მილიონზე მეტი ლარით აჭარბებს.

გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლები 76 162 600 ლარია.

ფინანსური დახმარების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 111 მილიონი ლარით, რაც ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოცემული ტრანსფერია.

2022 წლისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 38 254 400 ლარით, რომელიც შედგება:

🔹 საკუთრებიდან (იჯარა, პროცენტი და ბუნებრივი მოსაკრებლების საფასური) მისაღები შემოსავლები – განისაზღვრა 1,854,400 ლარით.

🔹 სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი – განისაზღვრა 27,500,000 ლარის ოდენობით.

🔹 მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის – განისაზღვრა 3,600,000 ათასი ლარის ოდენობით.

🔹 სანებართვო მოსაკრებლის, ჯარიმებით, საურავებით და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი – განისაზღვრა 5,300,000 ლარით.

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებიდან/გაყიდვიდან მისაღები მაჩვენებელია 22 700 000 ლარი.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით ხარჯვითი ნაწილი პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდა ძირითად მიმართულებებზე, საიდანაც მნიშვნელოვან მიმართულებებია:

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება – 105 658 000 ლარი

🔹საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება – 35 862 500 ლარი:

🔹მიხეილ შარაშიძის მე-2 ჩიხი;

🔹მიხეილ შარაშიძის ქუჩის I ჩიხი;

🔹ბაგრატიონის ქუჩის (შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე) რეაბილიტაცია;

🔹გენ. აბაშიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

🔹ტბეთის ქუჩის კეთილმოწყობა;

🔹ტბეთის შესახვევი კეთილმოწყობა;

🔹სამრეწველო ზონის მიმდებარედ გზის მშენებლობის დასრულება;

🔹ტბელ აბუსერიძისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულზე უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა;

🔹კობალაძის ქუჩის რეაბილიტაცია და აღმაშენებლის ქუჩაზე უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა;

🔹აჭარული სახლის მიმდებარედ, ხიდის სარეგულაციო კედლების გამაგრება;

🔹გორგასლისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების რეაბილიტაცია;

🔹სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელიც წელს დაიწყო და გაგრძელდება მომდევნო წელს, ასევე დაემატა ახალი მისამართები, საერთო ჯამში 70 მისამართს შეადგენს.

სატრანსპორტო სისტემისა და სერვისის განვითარება – 10 750 000 ლარით დაფინანსდება.

საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება – 14 365 400 ლარი, რომელიც მოიცავს:

🔹 სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა – 5,468,700 ლარი – მოიცავს როგორც მიმდინარე ტიპის მოვლა-შეხვის ღონისძიებებს, ასევე ახალი კაპიტალური სამუშაოების განხორციელებას:

🔹მ. გოგოლიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხის მოწყობა;

🔹მეჯინისწყლის არხზე აეროპორტის გზატკეცილის ხიდიდან გ. ლორთქიფანიძის 150ა-მდე დამცავი კედლის მოწყობა;

🔹ქ. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილიდან ბეთლემის ქუჩამდე მეჯინისწყლის არხზე დამცავი კედლის მოწყობა;

🔹ჯინჭარაძის ქ. N13, 15, 17, 19-ის მიმდებარედ დამცავი კედლის მოწყობა;

🔹მეჯინისწყალზე გაბიონის შეცვლა – ანგისის პირველი შესახვევიდან ჰელიმიშის ქუჩაზე არსებულ ხიდამდე;

🔹აეროპორტის გზატკეცილიდან ბეთლემის ქუჩამდე მეჯინისწყლის არხზე დამცავი კედლის მოწყობა.

წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია – 5 789 900 ლარი, რომელიც მოიცავს ბათუმის ადმინისტრაციულ ტერიტორიას – სამრეწველო ზონის მიმდებარედ.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება 6 220 900 ლარი:

🔹მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლებისა და ეზოების კომუნალური სისტემის მოწესრიგება;

🔹მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა-რეაბილიტაცია;

🔹ქალაქში არსებული მრავალსართულიანი/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია

🔹მრავალსართულიან/მრავალბინიან სახლებში არსებული ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟი და ახალი ლიფტების მონტაჟი;

🔹ქალაქში არსებულ სახლებზე დაზიანებული ფასადების რეაბილიტაცია.

საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი – 29 680 400 ლარი:

🔹ჯავახიშვილის ქ. N82-ში სოციალური სახლების (4 ერთეული სახლის) მშენებლობა;

🔹ურეხის ყოფილი ინტერნატის მზრუნველობამოკლებულ ხანდაზმულთა ცენტრად რეკონსტრუქცია-ადაპტაცია;

🔹ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობა;

🔹ავარიული სახლების დემონტაჟი- მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაცია.

სამომავლოდ ბიუჯეტში დამატებითი პროექტების გათვალისწინებისთვის – საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, კვლევა და ექსპერტიზა – 1 331 900 ლარი.

ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება – 22 924 900 ლარი – მოიცავს:

🔹ქალაქის დასუფთავების მომსახურების განვითარება;

🔹ბათუმში, აბუსერიძის ქ. N23-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობა;

🔹ბათუმში, დ. აღამაშენებლის ქ. N8-10-12-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობა;

🔹თამარ მეფის გზატკეცილზე რელიგიის მუზეუმის მიმდებარედ სკვერის მოწყობა;

🔹ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ მიმდებარედ სკვერის მოწყობა;

🔹ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში სარეკრეაციო სივრცისა და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობა;

🔹თამარ მეფის გამზირი N20-ში სკვერის მოწყობა;

🔹ფიროსმანის ქ. N8-10-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობა;

🔹ბაგრატიონის ქ. N214-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობა;

🔹ფრიდონ ხალვაშის VI და VII ჩიხებს შორის სკვერის მოწყობა;

🔹ი. მესხის ქ. N1-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობა;

🔹ანდრია პირველწოდებულის IX ჩიხის N3-5 მიმდებარედ სკვერის მოწყობა.

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 18,408,600 ლარი, რომელიც 1,7 მილიონ ლარამდე აღემატება მიმდინარე წლის ბიუჯეტს.

ჯანმრთელობის დაცვა – 5 612,200 ლარი

🔹მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა – ქვეპროგრამის ღონისძიება მომხმარებელთა რაოდენობის მომატებიდან გამომდინარე უნდა გაიზარდოს 4500-დან 5000-მდე, თანხა 900000 ლარიდან 1000 000 ლარამდე, 100 000 ლარით. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში არის ორი შშმ პირი, ორი ვეტერანი, სოციალურად დაუცველი და შშმ პირი/ ვეტერანი, შშმ პირი / ვეტერანი ერთდროულად მათ მიეცემათ ორი 200 ლარის ღირებულების ვაუჩერი. ასევე სამი და მეტი შშმ პირის შემთხვევაში მათ დამატებით გაეწევათ 200-ლარიანი დახმარება მედიკამენტის შეძენისათვის;

🔹ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენის მიზნით დიაგნოსტიკის ჩატარება;

🔹ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენციის აქტუალურობიდან გამომდინარე ემატება ფილტვის კიბოს სკრინინგი. ღონისძიების ღირებულება შეადგენს 60 000 ლარს;

🔹შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო რეაბილიტაცია – მომხმარებელთა რაოდენობის მომატებიდან გამომდინარე იზრდება 110 პირით, 60 500 ლარით;

🔹ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია – აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ღონისძიებაში ბენეფიციართა რაოდენობის მომატებიდან გამომდინარე იგეგმება მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა 80 ბენეფიარით, 300-დან 380-მდე, 384 000 ლარით და ასევე გაკვეთილების რაოდენობა იზრდება 15-დან 20-მდე;

სოციალური უზრუნველყოფა – 11 969,700 ლარი

🔹მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა-ქვეპროგრამას ემატება ახალი ღონისძიება ტრეფიკინგის ცენტრის ძალადობის მსხვერპლ პირთა მატერიალური დახმარება 300 ლარის ოდენობით ყოველთვიურად 15 პირზე, 54 000 ლარი;

🔹მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება – ქვეპროგრამის ბინაზე მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარების ღონისძიებაში ბენეფიციართა რაოდენობა მოთხოვნილებიდან გამომდინარე იზრდება 100-დან 110-მდე, 10 პირით, 6 480 ლარით;

🔹შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტით მომსახურება – პერსონალური ასისტენტების მიერ სერვისის მიწოდება ეტლით მოსარგებლე შშმ პირებისათვის 12 თვე 12 პირისათვის. ღონისძიება განხორციელდება პილოტური სახით. ბიუჯეტი – 43 200 ლარი;

🔹სანიტარიული ზედამხედველობა და ეპიდსიტუაციის მართვა – 826,700 ლარი.

განათლება – 27,855,100 ლარი – მიმდინარე წლის ბიუჯეტთან მიმართებაში 9,500 000 ლარზე მეტითა გაზრდილი რაც მოიცავს საბავშვო ბაღების მიმდინარე დაფინანსებასა და კაპიტალურ სამუშაოებს, ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობა და კაპიტალური რეაბილიტაცია – 9,857,600 ლარი;

🔹ქათამაძის ქ. N32-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობა;

🔹ბაგრატიონის ქ. N127-ში საბავაშვო ბაღის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორის კეთილმოწყობა;

🔹მეზღვაურის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა;

🔹ლერმონტოვის ქ. #96-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობა ბათუმში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია;

🔹ბათუმში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის (ენერგოეფექტიანობა – KFW ბანკის – გრანტი) პროექტის დამატებითი თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან.

პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა – 170,000 ლარი, რომელიც მოიცავს ლუკა ასათიანის და ტბელ-აბუსერიძის სახელობის სტიპენდიას წარმატებული სტუდენტებისათვის

კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი – 12,721,600 ლარი

🔹სპორტის განვითარების ხელშეწყობა – 4,713,600 ლარი, რომელიც მოიცავს მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას, ბათუმელი სპორტსმენების ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობას, სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერას, ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი “ნონას” მხარდაჭერას, ა(ა)იპ ბათუმის საცხენოსნო კლუბს.

🔹მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მოვლა-პატრონობა – 2,535,300 ლარი – კერძოდ განხორცილდება ა(ა)იპ – ბათუმის სპორტული ცენტრის მხარდაჭერა და სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია, სადაც განხორციელდება – ლორთქიფანიძის ქ. N14 სპორტული მოედნის მშენებლობა, აფსაროსის გზატკეცილის II შესახვევის N8-ის მიმდებარედ სპორტული მოედნის მშენებლობა და ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის საჭიდაო მოედნის მშენებლობა.

🔹კულტურული ღონისძიებები და ფესტივალები – 2,678,000 ლარი, რომელიც, მოიცავს ა(ა)იპ – ბათუმის კულტურის ცენტრის დაფინანსებას ქალაქში სხვადასხვა კულტურული აქტივობების ორგანიზებისა და მართვის მიზნით, ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებული კულტურული ღონისძიებების, კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობას, საერთაშორისო ფესტივალებისა და კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერას.

🔹კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა – 2,509,100 ლარი – კერძოდ განხორციელდება ფოლკლორის ხელშეწყობის, თანამედროვე მუსიკის ხელშეწყობის, კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის, ხელოვანთა ხელშეწყობის, და ა(ა)იპ – აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დაფინანსება.

🔹ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა – 268,000 ლარი – მოიცავს ახალგაზრდების თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერას, არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საინფორმაციო აქტივობებს, ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებას, ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერას.

ქალაქის ურბანული განვითარება 2,010,000 ლარით განისაზღვრა, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმანტაცის შექმნისაკენ მიიმართება.

მუნიციპალური სერვისების განვითარება – 7 906,700 ლარი

🔹მუნიციპალური მომსახურების მართვა და გაუმჯობესება – 6 906,700 ლარი.

🔹თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება – 1 000,0 ლარი.

სასესხო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა (მთლიანი ასიგნების – 18,3%) – 46,446.900 ლარი, აღნიშნულ ღონისძიებაში სრულად არ არის ასახული გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მიღებული სესხების მომსახურება, კერძოდ 2020-2021 წელს გადავადებული სესხის ძირი თანხები, რომელთან დაკავშირებითაც მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილია შუამდგომლობა საქართველოს მთავრობის წინაშე, „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტთან” დაკავშირებით არსებული სასესხო ვალდებულებების (ძირითადი და საპროცენტო თანხები) მომსახურების ვადის ცვლილებაზე, საურავების დარიცხვის გარეშე.

ცნობისთვის, ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს. ბიუჯეტი, საკრებულოების ახალი შემადგენლობის შეკრებამდე, ძველმა შემადგენლობამ გაიტანა კენჭისყრაზე, რაც ოპოზიციის შეფასების, ამომრჩევლის არჩევანის ფეხქვეშ გათელვაა.