ზუგდიდის განვითარებას და აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის მუნიციპალურის სერვისების მიღებას ვერ შეაჩერებს 30-მდე ადამიანი, რომელსაც ვიწრო პოლიტიკური ინტერესი აქვს, – ასე უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ჭეჟიამ ოპოზიციას ბრიფინგზე.
მისი თქმით, არ მისცემენ “მარგინალურ” ოპოზიციურ ძალებს შესაძლებლობას, ზუგდიდის განვითარება გააჩერონ.
“ჩვენ დავამტკიცეთ ადგილობრივი ბიუჯეტი, რათა ოპოზიციაში მყოფ დესტრუქციულ ძალებს ბიუჯეტის ჩაგდების, შესაბამისად, მუნიციპალური სამსახურების მუშაობის, ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებისა და ჩვენს ქალაქებსა თუ სოფლებში განვითარების შეწყვეტის შესაძლებლობა არ მიეცეთ. დიახ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს და სრულ თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციასა თუ ნებისმიერ საკანონმდებლო ჩარჩოსთან”, – განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ.
დღეს დესტრუქციული ოპოზიციური ძალები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ბიუჯეტის მიღებისთვის, თუმცა ეს არ გამოუვიდათ, ზუგდიდის განვითარებას და აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის მუნიციპალურის სერვისების მიღებას ვერ შეაჩერებს ის 30-მდე ადამიანი, რომელსაც ვიწრიო პოლიტიკური ინტერესი აქვს და ჩვენი მუნიციპალიტეტის გაჩერებვა სურს. როგორც მოგეხსენებათ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა 3 დეკემბერს ჩანიშნა. მანამდე კი მოქმედი საკრებულოები არიან უფლებამოსილნი” განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ.
ზუგდიდის მერმა საკრებულოს გადაწყვეტილებას ლეგიტიმური უწოდა და აღნიშნა, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედს. ამასთან, არ მისცეს ოპოზიციას შესაძლებლობა,მუნიციპალიტეტის კრიზისში შეყვანის.
ზუგდიდის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.