“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პირობაა, რომ ციხიდან არ გადაიყვანონ ადვოკატისა და უკრაინის კონსულის გარეშე.
“მხოლოდ ექიმების და ადმინისტრაციის შეთავაზებით ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების მიღებას. მისი მოთხოვნაა, თუკი ასეთი ფაქტის წინაშე დავდგებით, რომ შესაცვლელი ექნება ლოკაცია, მას უნდა ესწრებოდეს პირადი ადვოკატები.
მან ახლა მოსთხოვა ადმინისტრაციას, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მობრძანდნენ აქ, რათა მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა. ნიკა გზაშია. უკრაინის კონსულთან დაკავშირებით არ ვიცი. მას შეტყობინებას გადასცემდნენ ამაზე. იემდია, ისინი მალე მოვლენ და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შეხვედრის შემდეგ მოხდება შეთანხმება”, – თქვა ხერხეულიძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. ხოლო გიგი უგულავას თქმით, იმ სამკურნალო დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, არანაირი აქცია არ გაიმართება.