სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობას ფოთში კიდევ 2 დეპუტატი შეუერთდა, შიმშილობა დაიწყო წალენჯიხის საკრებულოს 4 წევრმაც

380

წინა სტატია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა წალენჯიხისა და ფოთის საკრებულოს დეპუტატებმაც დაიწყეს.

ფოთის საკრებულოს 3 მოშიმშილე წევრს დღეს კიდევ ორი ადამიანი შეუერთდება. რაც შეეხება წალენჯიხას, იქ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას 4-მა დეპუტატმა მიმართა. არსებული ინფორმაციით, მათ რიცხვს “ნაციონალური მოძრაობიდან” კიდევ 2 პირი შეუერთდება.

გუშინ მომხდარი ხმაურისა და დპირისპირების შემდეგ ოპოზიციონერები შიმშილობას აგრძელებენ ზუგდიდშიც, სადაც 5-მა პირმა პროტესტის ამ ფორმას საკრებულოს შენობაში სამი დღის წინ მიმართა.

შიმშილობას აგრძელებენ ასევე რუსთავის საკრებულოში.

მოშიმშილეებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 49-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.