პრეზიდენტი: თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის, ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ შესაძლებლობა, რაც რიგით პატიმრებს ეძლევათ, სამოქალაქო კლინიკაში იყვნენ გადაყვანილი, ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე უფრო რთულად განსახორციელებელია

277

წინა სტატია

შემდეგი სტატია

თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ შესაძლებლობა, რაც რიგით პატიმრებს ეძლევათ, რომ სამოქალაქო კლინიკაში იყვნენ გადაყვანილი, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა თავად მიიღო შიმშილობის გადაწყვეტილება და ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობას არ ამცირებს.

მისივე თქმით, საზოგადოებას უფლება აქვს, სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს, რაც ხელისუფლების ვალდებულებაა.

„ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ინფორმაცია პრეზიდენტის თუ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიეკუთვნება სხვა კატეგორიას, საჯარო და არა პირად მონაცემებს. ეს იწვევს განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ინტერესს, რამეთუ ყველა ხვდება, რომ მათი ჯანმრთელობა, პრეზიდენტების, პირდაპირ თუ ირიბად სახელმწიფოს ეხება და შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფოს სტაბილურობაზე. ასე რომ, ყველას გვესმის, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა, მიუხედავად იმისა, რომ თავად მიიღო შიმშილობის გადაწყვეტილება და თავად ცდილობს მართოს ეს პროცესი, ეს არ ხსნის და არც ამცირებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. ლოგიკურად, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებით ყველაზე დაინტერესებული უნდა იყოს ხელისუფლება და ვფიქრობ, არის კიდეც. თავის მხრივ საზოგადოებას უფლება აქვს ჭორების, ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის და სპეკულაციის ნაცვლად ყოველდღიურად მიიღოს სრულყოფილი, მიუკერძოებელი, სანდო და დეტალური ინფორმაცია შიმშილობის, კვების, ანალიზების შესახებ. ეს არის ხელისუფლების ვალდებულება და მივმართავ მას, დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ ვალდებულების სრულად და არა ნაწილობრივ შესრულებას.

ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი, როგორც სხვა რიგითი პატიმრები გადაყვანილი იყოს სხვა სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ გააჩნია რეალური წარმოდგენა, რას ნიშნავს ეს ან რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული. თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ შესაძლებლობა, რაც რიგით პატიმრებს ეძლევა, რომ სამოქალაქო კლინიკაში იყვნენ გადაყვანილი, სწორედ ამ განსაკუთებულობიდან გამომდინარე უფრო რთულად განსახორციელებელია მრავალი შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია. ამავე დროს ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს არანაირი კითხვა თუ ეჭვი, რომ მის მკურნალობას რამე დააკლეს შიმშილობისას, თუ არანაკლებ საშიშ ეტაპზე, ანუ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.