მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროდ უწოდებს იმ ფაქტს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შექმნილ კონსილიუმს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცა.
“ხელისუფლებას ევალება, რომ საზოგადოებას აცნობს კონკრეტულად არსებული დაწესებულება აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს. ნუსხა არის საჭირო და თუ არა, მოინახოს ალტერნარტიული და უსაფრთხო გამოსავალი, ვინაიდან საზოგადოებაში ეს საკითხი იწვევს დიდ მღელვარებას. ხელისუფლებას ევალება ყველა იმ ზომის მიღება, ყველა იმ ინფორმაციის გაცემა ყველა იმ საფრთხის გათვალისწინება, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს საზოგადეობის და ქვეყნის სტაბილურობაზე.
ასეთ სამწუხაროა, რომ არსებულ კონსილიუმს არ მიეცა შესაძლებლობა თავისი საქმიანობის გაგრძელების. თუმცა აღსანიშვანია, რომ სახალხო დამცველის ინიციატივა ექიმების ჯგუფის მიერ შეფასდეს არსებული მდგომარეობა და საზოაგადოებას მიეწოდოს დამატებითი ინფორმაცია, რამეთუ ინფორმაციის ნაკლებობა თავისთავად კვებას მღელვარებას”, — აცხადებს ზურაბიშვილი.