საგარეჯოს მერის ახალი მოადგილე “ნაცმოძრაობის” დროს გამგებლის მოადგილე იყო

462

საგარეჯოს მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა მოადგილედ ემზარ კუჭუაშვილი დანიშნა. ინფორმაცია speqtri.ge-ს საგარეჯოს მერიაში დაუდასტურეს.

კუჭუაშვილი მუშაობას 15 ნოემბრიდან შეუდგა.

ცნობისთვის, ის მუნიციპალიტეტში წამყვან პოზიციაზე წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა და 2008-2010 წლებში გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება მეორე მოადგილეს, ამ პოზიციას კვლავ გიორგი ლალიაშვილი ინარჩუნებს.