ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი უფლებამოსილების შესრულებას 27 ოქტომბრიდან შეუდგა. მან მოადგილეები, ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლები და სპეციალისტები დანიშნა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
„მერს საკადრო ცვლილება არ განუხორციელებია და ისევ ის პირები დანიშნა, ვინც ამ თანამდებობებზე არჩევნებამდე მუშაობდნენ, – ამბობს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კახა გოლუბიანი, – მას შემდეგ, რაც მერის თანაშემწე უჩა ბერაძე საქმიანობას ხარაგაულის საკრებულოში შეუდგება, ის მერიაში თანამდებობას დატოვებს. მისი შემცვლელის ვინაობა ამის შემდეგ გახდება ცნობილი“.
მერმა კობა ლურსმანაშვილმა პირველ მოადგილედ ვარლამ ჭიპაშვილი, ხოლო მოადგილედ დავით დევდარიანი დანიშნა.
კახა გოლუბიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებად მერის უფლებამოსილების ვადით ხელახლა დაინიშნენ:
- დაბა ხარაგაულში – ალექსანდრე ტაბატაძე;
- ბაზალეთში – თამაზ ჭიპაშვილი;
- ბორითში – ხათუნა ჯობაძე;
- ვახანში – ლევან გოგოლაძე;
- ვარძიაში – მზექალა გლუნჩაძე;
- ზვარეში – ბესიკ დალალიშვილი;
- კიცხში – პაატა ბერაძე;
- ლაშეში – კახა კვინიკაძე;
- ლეღვანში – გელა მაღრაძე;
- მოლითში – სპარტაკ ლაცაბიძე;
- ნადაბურში – ზურაბ შუბითიძე;
- საღანძილეში – გიორგი კიკნაძე;
- სარგვეშში – ვეფხვია ვეფხვაძე;
- ფარცხნალში – ავთანდილ თაბუკაშვილი;
- ღორეშაში – გურამ კურტანიძე;
- წიფაში – მაია გაჩეჩილაძე;
- წყალაფორეთში – როინ გელაშვილი;
- ხევში – ოლეგი ხაჩიძე;
- ხიდარში – გივი დოლიკაშვილი;
- ხუნევში – კახა ლომიძე.