წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას ინიციატივით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურების ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, რეორგანიზაციის პირველი ეტაპი დაიწყო.
წალენჯიხის მერიაში რეორგანიზაციის მიზეზად მუნიციპალიტეტის განვითარების საჭიროებას ასახელებენ და ამბობენ, რომ რეორგანიზაციის მიზნები მერიის სტრუქტურებს შორის ფუნქციების სწორად გადანაწილება, ფინანსების ეფექტური მართვა, მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და დაკისრებულ უფლება-მოვალეობებთან კადრების შესაბამისობის უზრუნველყოფაა.
მათივე ცნობით, რეორგანიზაციის საბოლოო, შეჯერებული ვარიანტის დამტკიცება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრეროგატივაა.