საკადრო ცვლილება ქობულეთის მერიაში

549

საკადრო ცვლილება ქობულეთის მერიაში. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი  სანდასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის პოზიცია ვაკანტურია. როგორც ქობულეთის მერიის იურიდიულ სამსახურში ამბობენ, ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება კონკურსი აღნიშნულ პოზიციაზე.

სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი ზაზა კაიკაციშვილი აცხადებს, რომ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. თუმცა არ აკონკრეტებს, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი. ამბობს, რომ მუშაობის პერიოდში გუნდთან ერთად ბევრი ახალი პროექტი განახორციელა, ახლა კი გადაწყვიტა ძალები სხვა სფეროში მოესინჯა.