ბათუმის საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა პასიური რომაა, არაერთხელ გვიჩვენებია. ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრთა აქტივობებს, მესამე სექტორიც ხშირად აფასებდა და ეს შეფასება კრიტიკას ვერ უძლებდა, თუმცა, თავად საკრებულოს წევრები, საზოგადოების სრულიად საპირისპიროში დარწმუნებას მთელი ოთხი წელი ცდილობდა, ხოლო როცა კითხვა კონრეტულ გადაწყვეტილებას შეეხება, მათ უჭირთ გაიხსენონ ინიცირებული და განხორციელებული პროექტი. ამ თემაზე სიუჟეტში ტვ25 საუბრობს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ უფლებამოსილების ვადის მიწურულს შეფასებებს თავად მოქალაქეებს სთხოვეს და აღმოჩნდა, რომ ადგილობრივები მათ არც კი იცნობენ, რომ არაფერი ვთქვათ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე. ახსოვთ მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ბათუმელებისთის კატეგორიულად მიუღებელია. მათ შორის, ამბასადორის ხმაურიანი საქმე და პლაჟების გასხვისება.
2017 წლის მოწვევის ბათუმის საკრებულომ უფლებამოსილება დაასრულა. 4 წლის განმავლობაში დეპუტატებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქალაქელებისთვის თავიბათუმისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებითა და საქმეებით დაემახსოვრებინათ. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ პერიოდულად ვამოწმებდით წევრების მიერ განხორციელებულ სამუშაოებს. რამდენად აქტიურები იყვნენ ისინი, ჰქონდათ თუ არა ინიციატივები, სვამდნენ თუ არა კითხვებს, თუმცა, თავად დეპუტატებსაც არ ახსენდებათ რა გააკეთეს ქალაქისთვის.
თვითმმართველობის დასაკომპლექტებლად დეპუტატებს პირველ რიგში არჩევნებში ხალხის მხარდაჭერა სჭირდებათ. წინასაარჩევნოდ ისინი კარდაკარის პრინციპით დადიან უბნებში და სამოქმედო გეგმას აცნობენ. თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ბათუმის ბოლო მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა თანამდებობები გადაინაწილეს და ხალხი დაავიწყდათ. ისინი არათუ მიდიოდნენ და კითხულობდნენ ბათუმელების პრობლემებს, მეტიც, საკრებულოს სხდომებზე, მოქალაქეების დასწრებაც კი აკრძალული იყო. რის გამოც, ხშირად, ხმაურსა და სიტყვიერ დაპირისპირებებს ჰქონდა ადგილი.
სიუჟეტში გამოკითხული მოქალაქეები ამბობენ, რომ არ იცნობენ დეპუტატებს და არც მათ მიერ ინიცირებული პროექტის განხორციელება ახსენდებათ.
მოქალაქეების ნაწილი კი ამბობს, რომ დეპუტატებს, მხოლოდ, ტელევიზიით იცნობენ. ისინი, არ ფლობენ ინფორმაციას თუ რაში იღებენ დეპუტატები სოლიდურ თანხებს ხელფასის სახით.
ბათუმის მე-4 მოწვევის საკრებულო, 2017 წლიდან 2021 წლამდე მოქმედებდა. როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ, მოქალაქეებს თავი ვერცერთი საკითხით, ინიციატივით თუ პროექტით დაამახსოვრა.