მარნეულში ზრდასრული შშმ პირებისთვის დღის ცენტრი გაიხსნება

431

მარნეულში მომავალი წლიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზრდასრული პირებისათვის დღის ცენტრი გაიხსნება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

ეს იქნება მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველი დაწესებულება, სადაც 18 წელს ზემოთ მყოფ შშმ პირებს ადგილზე შეეძლებათ სპეციალური სერვისების მიღება. ცენტრს ორგანიზაცია „ბავშვი ოჯახი საზოგადოება“ გახსნის. ადგილობრივმა თვითმმართელობამ უკვე გამოყო სოფელ ყიზილაჯლოში შენობა, სადაც ბენეფიციარები ივლიან.

როგორც „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებას“ აღმასრულებელი დირექტორი, გუნა ბიბილეიშვილი ამბობს, მათი ორგანიზაცია, ფქატობრივად, პირველია მრნეულში, რომელმაც მუშობა 8 წლის წინ, შშმ პირებთან დაიწყო. ამ დროის განმავლობაში კი მომსახურეების გაწევა 0-დან 7 წლამდე და 7-დან 18-მდე ბავშვებისთვის შეეძლოთ.

მომსახურეების გაწევა 0-დან 7 წლამდე და 7-დან 18-მდე ბავშვებისთვის შეეძლოთ.

„ჩვენი მოსახლეობა, ვინც მარნეულში ცხოვრობს, იძულებულები იყვნენ უკეთეს შემთხვევაში თბილისში წამოსულიყვნენ ან ძალიან დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და მიდიოდნენ ბაქოსა და ერევანში. დღეს უკვე ადგილზე შეუძლიათ მიიღონ მომსახურება. რა უნდა გააკეთონ ზრდასრულმა შშმ პირებმა, რომლებთათვის არანაირი მომსახურება არ არის. უკვე დონორი არემონტებს შენობას (ყიზილაჯლოში) და იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ჩვენ შეგვეძლება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით მარნეულს ჰქონდეს სრული სერვისი, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტშია ასახული“

 

გუნა ბიბილეიშვილი ამბობს, რომ დღის ცენტრით სარგებლობა 2022 წლიდან დაახლოებით 25 ბენეფიციარს შეეძლება. დაწესებულებაში დასაქმდებიან ადგილობრივი კადრები, რომლებსაც ცეტრი გადაამზადებს.

„ეს არის ყველაზე მძაფრი გამოწვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში. ძალიან დიდი თანხა იხარჯება „1+4“ პროგრამაში და ხშირ შემთხვევაში, ამ ადამიანებს, უკან დაბრუნებისას სამუშაო ადგილები არ ხვდებათ. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მოკრძალებული წვლილი სოციალური სერვისის განვითარებასთან ერთად, ჩვენს ორგანიზაციას ესეც აქვს, რომ ეს არის ჩვენი შეთანმხმება მუნიციპალიტეტთან, ყველა შემთხვევაში დავასაქმებთ ადგილობრივ კადრებს. ძალიან ბევრ ფულს, დროს და ენერგიას ვხარჯავთ იმისთვის, რომ კადრი გადავამზადოთ. იმიტომ, რომ საუნივერსიტეტო თეორიული ცოდნა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ისეთ სპეციფიურ სფეროში, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ, კადრები პირდაპირ დავასაქმოთ. იმედი მაქვს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის, რომელთა გვერდშიდგომას სულ ვგრძნობ. მეზობლები მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ ჩვენ რა გავაკეთოთ ამ ადამიანებისთვისო- ეს ძალიან მახარებს და მადლობა თითოეულ მარნეულელს“

აღსანიშნავია, რომ ყიზილაჯლოში, „ბავში ოჯახი საზოგადოებისთვის“ ფართის გამოყოფაზე გადაწყვეტლება მარნეულის საკრებულომ 8 ნოემბერის სხდომაზე მიიღო.