დღეს თბილისში, ენმ-ის ორგანიზებით, აქცია დიდუბისა და 300 არაგველის მეტროსადგურებთან გაიმართება

324

„ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების აქცია დღეს, 14:00 საათზე დედაქალაქის ორ სხვადასხვა ადგილზე გაიმართება.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აქცია მეტროსადგურებთან „300 არაგველი“ და „დიდუბე“ ჩატარდება.

„გეგმა უცვლელია გამარჯვებამდე, ამიტომ ჩვენ შევიკრიბებით გეოგრაფიულად 2 განსხვავებულ წერტილში დედაქალაქში – „300 არაგველის“ მეტროსთან 14:00 საათზე და მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა შესასვლელ – გამოსასვლელთან 14:00 საათზე.

ბრძოლა გამარჯვებამდე! ბრძოლა ამ ქვეყნის გათავისუფლებამდე და ბრძოლა ამ ქვეყნის უკეთეს მომავლამდე!, – განაცხადა მელიამ.