აჭარის უმაღლეს საბჭოში ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დაწყების წინ ილია ვერძაძემ განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტის დაწყების შესახებ წერილობით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ილია ვერძაძის განმარტებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ ჩაერთონ საკანონმდებლო საქმიანობაში.
“ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი დევნა. მას არ ეძლევა სამარლიანი სასამართლოს უფლება. რისკის ქვეშ არის მისი ჯანმრთელობა, როცა ხელისუფლება უარს აცხადებს კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე სამედიცინო დაწესებულებაში.
ჩვენ კარგად ვნახეთ თუ რა ვითარებაში ჩატარდა 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი და მეორე ტური. სახელისუფლებო გუნდმა სრულ ტერორში აცხოვრა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, მთელი საარჩევნო პერიოდი მიდიოდა ამომრჩევნების დაშინება, მოსყიდვა, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დაშინება სოციალური დახმარების მოხსნის მუქარით, საჯარო სამსახურში დასქამებულ პირებზე მუქარა სამსახურიდან დათხოვნის მუქარით თუ მათი ოჯახის წევრები აქტიურად არ ჩაერთვებოდნენ სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერაში, ზეწოლა კერძო სექტორზე კომპანიების ხელმძღვანელები მუქარით აიძლებდნენ დასაქმებულ პირებს ჩართულიყვნენ სახელისუფლებო კანდიდატების მხარდასაჭერად.
ადგილი ჰქონდა ე.წ კრიმინალების ჩართვას საარჩევნო პროცესში მათ მიეცათ სადამკვირვეობო ორგანიუზაციის მოწმობები და ქუჩიდან გადაინაცვლეს საარჩევნო უბნებზე. საარჩევნო კომისიებში თითქოსდა ნეიტრალური წევრებად დანიშნეს ქართული ოცნების აგიტატორები, რეალურად ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა არჩევნები მოიპარეს და ხალხს წაართვეს თავისუფალი არჩევანის უფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ჩვენ ფრაქცია უნდა გადავიდეს ბოიკოტის რეჟიმში, რადგან სახელმწიფოს მართვის სამივე შტო საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება მიიტაცა ერთმა ოლიგარქმა, შესაბამისად მიმაჩნია ბოიკოტი და პროტესტი არის ერთადერთი გამოსავალი ხალხს დაუბრუნდეს არჩევანის, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების უფლება და შესაძლებლობა”-წერია ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სხდომის ოქმში.