ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მიზნით, დაბა ლენტეხში, უკვე არსებული ქსელები ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით ჩანაცვლდება

389

ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მიზნით, დაბა ლენტეხში, უკვე არსებული ქსელები ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით ჩანაცვლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გაუმჯობესებული ინტერნეტიზაციის სამუშაოების მიმდინარეობა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა დაათვალიერა.

„ხარისხიანი და უწყვეტი ინტერნეტკავშირის საჭიროება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი მუშაობის ციფრულ პლატფორმაზე გადავიდა’’-აღნიშნა მერმა.

მათივე ცნობით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის სამუშაოები დაბის მასშტაბით უახლოეს პერიოდში დასრულდება.