ლენტეხის მუნიციპალიტეტში მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ჩასხმულია კოშკისა და მაჩუბის საძირკვლი (ფუნდამენტი) და მიმდინარეობს კედლების ამოყვანა-მოპირკეთების სამუშაოები.
ლენტეხის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა კოშკი-მაჩუბით, გაკეთდება ალაყაფის კარი, კეთილმოეწყობა სკვერი, ავტოსადგომი, საპირფარეშოები, ფანჩატური-მოსასვენებელი ადგილი და გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია.
“პროექტი 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2022 წლის აგვისტოს თვეში იგეგმება. ამ ეტაპისთვის შესრულებულია სამუშაოების 50%”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.