ქუთაისში კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნიკეას ქუჩაზე რამდენიმე შესახვევის გზის კეთილმოწყობა უკვე დასრულდა. ასევე, როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, ლადო ასათიანის ქუჩის #145- სა და #147ა – ში ფასადების რეაბილიტაცია ე.წ. “მიუნხენის ტექნოლოგიით” მიმდინარეობს. პროექტი აივნების მოპირკეთებასა და საწვეთურების შეცვლას ითვალისწინებს. სამუშაოების ღირებულება 227 000 ლარია და შპს “ლოდერნა” ასრულებს.
„ვაგრძელებთ შეხვედრებს ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ნიკეას ქუჩაზე მოვინახულეთ წელს განხორციელებული პროექტები და ვისაუბრეთ უახლოეს გეგმებზეც.
ვიყავით ასათიანის ქუჩაზეც, სადაც უკვე დაიწყო ფასადების რეაბილიტაცია. ეს პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება და ფასადები განახლდება ქალაქის ბევრ უბანში”,- განაცხადა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა.