ბათუმის საკრებულოში ბიუჯეტის წარდგენის ვადები შეიცვალა

794

ბათუმის საკრებულომ დადგენილებაში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა. პროექტით წარმოდგენილი ცვლილება ეხება  მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვის ვადებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

თუ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, მერს შეეძლო საკრებულოსთვის წარედგინა 15 ნოემბერს ბიუჯეტი, 19-ში კომისიებს ემსჯელათ და კალენდარულ ვადებში დაეყენებინათ კენჭისყრაზე, ცვლილებების შემდეგ ეს ვადები მოიხსნა და მერს შესაძლებლობა ექნება ბიუჯეტი წარადგინოს და წინასწარ გაწერილ თარიღამდე იმსჯელოს წარმომადგენლობითმა ორგანომ.  სხდომას არ დასწრებია ნაციონალური მოძრაობა.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, შესაძლოა ამ მოწვევის საკრებულო კიდევ ერთხელ შეიკრიბოს.