ბათუმში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე 300-მდე ახალი სკამი ეტაპობრივად განთავსდება, მათ შორის, სანათიანიც.
გარდა ამისა, პარალელურად იგეგმება 10-მდე საბაღე მონუმენტისა და 80 ახალი სანაგვე ურნის დადგმა.
მერიაში ამბობენ, რომ ტბის ირგვლივ დასრულდა განათების ახალი სისტემის მონტაჟიც.
ცენტრალური პარკის განახლებისთვის მილიონი ლარია გამოყოფილი.