საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე თბილისში შპს “თბილისი ენერჯის” მიერ 2023-2027 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციების გაზრდილი მოცულობა შეითანხმა. სემეკის ინფორმაციით, კომპანია მომდევნო 5 წლის განმავლობაში 174, 385,51 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
“სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ქ. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციისა და გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, შპს “თბილისი ენერჯი” უზრუნველყოფს ქსელის რეკონსტრუქციასა და სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას. გარდა ამისა, კომპანია განახორციელებს არაქსელურ საინვესტიციო პროექტებსაც, რომლებიც ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის ამაღლებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.