ზურაბ ჯაფარიძე და ნონა მამულაშვილი დეპუტატობის მანდატებს ტოვებენ

346

პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს. ინფორმაციას ადასტურებენ პარტიაში.

მათივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს მანდატის შეწყვეტის თხოვნით უახლოეს დღეებში მიმართავს და შესაბამის პროცედურებს გაივლის.

ასევე, მანდატს ტოვებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნონა მამულაშვილიც. მისი თქმით, ის მალე მიმართავს პარლამენტს და მანდატს ოფიციალურად დატოვებს. როგორც მამულაშვილმა განაცხადა, მას პარლამენტი ყოფნას აზრი ეკარგება.

“მე ვფიქრობ, რომ პარლამენტში ყოფნასაც დიდად აზრი ეკარგება. ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით აქამდე და ახლაც, მე ვფიქრობ, რომ ვხედავთ, პარლამენტში, ძირითადად, ქართული ოცნება ცდილობს, რომ გაატაროს ის ხაზი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება. ძალიან მალე მივმართავ პარლამენტს და ოფიციალურად დავტოვებ მეც მანდატს”, — თქვა მამულაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის სხვა პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას პარლამენტის დატოვებასთან დაკვირვებით იზიარებენ და გადაწყვეტილებას პარტია ერთობლივად მიიღებს.

ცნობისთვის, პარლამენტის მანდატის დატოვების შესახებ საჯარო განცხადება გუშინ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც გააკეთა.