ახალციხის მერი: მოადგილეების ახალ შემადგენლობას კვირის ბოლოს წარვადგენ

553

ახალციხის ახლადარჩეული მერის, ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, მომავალ კვირას თანამშრომლებს მოადგილეების ახალ შემადგენლობას წარუდგენს. ყოფილ მერს, ზაზა მელიქიძეს  სამი მოადგილე ჰყავდა, მათ უფლება მოსილება უკვე შეუწყდათ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

„დღევანდელი შეხედულებით, ნამდვილად არ ვაპირებ, რომ რაღაც ქარიშხალი დავატრიალო, სანამ არ გავეცნობი, შევხედავ სადაა სისუსტე, მანამდე კი არ ვგეგმავ საკადრო ცვლილებებს. მოადგილეეები პოლიტიკური თანამდებობაა, ავტომატურად მოხდა მათ ადგილების გათავისუფლება და შემდეგი კვირის ბოლოს იქნება ახალი შემადგენლობა,“– განმარტა ირაკლი ლაზარაშვილმა.

ახალციხის ახალმა მერი მოვალეობის შესრულებას 28 ოქტომბრიდან შეუდგა.