ბორჯომის ახლადარჩეული მერი, ოთარ არბოლიშვილი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა, მისი განცხადებით, მან უკვე მოინახულა ის დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, როგორც მან აღნიშნა საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„პირველი ნაბიჯები რაც გავდგი არის ის, რომ დასასრულებელი ობიექტები მოვინახულე, რომელიც ბორჯომში მიმდინარეობს და წლის ბოლომდე უნდა მოესწროს, რა თქმა უნდა, რომ ესენი ხარისხიანად უნდა შესრულდეს. ასევე რაზეც სულ ვსაუბრობთ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, მიმდინარეობს მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვა და ამაში ვართ ჩართულები“,- ამბობს ოთარ არბოლიშვილი.
როგორც, ახლად არჩეულმა მერმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხად მერიაში უახლოეს პერიოდში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.
„საკადრო ცვლილებები, არაფერი არ არის დაგეგმილი. რამდენიმე ვაკანსია გვაქვს რომელიც შეივსება, მათ შორის მერის მოადგილის ნაწილიც. სხვა არაფერი ცვლილებები არ იქნება ამ ეტაპზე“,- განგვიცხადა ოთარ არბოლიშვილმა.
ბორჯომის მერი, ოთარ არბოლიშვილი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 2021 წლის 27 ოქტომბრიდან შეუდგა.