ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება

714

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება. ინფორმაცის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს, მათი განცხადებით მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა ახალი სპორტული მოედნების აგება–კეთილმოწყობა რამდენიმე მისამართზე განახორციელა, მათ შორის არის აღმაშენებლის, გორგასლის, მაღლაკელიძის და ლაღიძის ქუჩებზე მდებარე მინი მოედნები. ყველა არსებული ობიექტი მოეწყო ძირითადი ფუძე ბეტონის ზედაპირით, დაიგო კომბინირებული ხელოვნური საფარი, ტერიტორია შემოიღობა მავთულბადით და განახლდა სტადიონზე არსებული ინფრასტრუქტურა.

პროექტების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 140 252 ლარი დაიხარჯა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი „ცხოვრების ჯანსაღი წესის“ ფარგლებში მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა სპორტულ აქტივობას, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.