“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე Fecbook-ზე წერს, რომ ზუგდიდში რამდენიმე უბანზე დარბევის მცდელობასთან დაკავშირებით აქვთ ინფორმაცია.
წითლიძის თქმით, ამ წუთებში საარჩევნო უბნებისკენ მიემართება, სადაც ე.წ. ძველი ბიჭები არიან მობილიზებული.
“პოლიციიდან პირდაპირ მივდივარ კახათის და დარჩელის უბნებზე სადაც მობილიზაცია აქვს ძველ ბიჭებს. პოლიციას ვთხოვე ამ უბნებზე დამატებითი ჯგუფები რადგან გვაქვს დარბევის მცდელობაზე ინფორმაცია.
ბლოკნოტი რომელსაც ეძებდნენ პოლიციამ ვერ იპოვა და საიმედო ადგილასაა”, – წერს ანა წითლიძე.