ბატონის ციხის კომპლექსის რეაბილიტაცია ერეკლეობის დღესასწაულისთვის ვერ დასრულდება

1570

ბატონის ციხის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერეკლეობის დღესასწაულისთვის ვერ დასრულდება.

თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის გურამ ურჩუხიშვილის ინფორმაციით, სამუშაოების დიდი ნაწილი მართალია დასრულებულია, თუმცა მუზეუმის გახსნა 7 ნოებრისთვის , სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება.

“ამ ეტაპზე იმ შენობის შიდა სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც გალერეა, ფონდსაცავი და მუზეუმი უნდა განთავსდეს. ექსპოზიციებს განთავსებას დრო სჭირდება. ვფიქრობ, სამუშაოების მასშტაბურობიდან გამომდინარე მუზეუმის გახსნა ერეკლეობისთვის ვერ მოესწრება და კომპლესის პრეზენტაცია წლის ბოლოს იქნება. რაც შეეხება განხორციელებულ სამუშაოებს. უკვე დასრულებულია ერეკლე მეორის სასახლის რეკონსტრუაცია. მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგო ფილებიც. “- განაცხადა ურჩუხიშვილმა.

პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 7 მილიონამდე ლარია რეგიონული განვითარების სამინისტროს, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

წყარო: აიპრესი