გიორგი კირთაძე: როგორც ჩანს, დამაფასეს, სხვა პოლიტიკურ ლიდერების მსგავსად ჩემზეც გამოჩნდა „სიძულვილის პლაკატები“

265

წინა სტატია

“როგორც ჩანს, დამაფასეს, სხვა პოლიტიკურ ლიდერების მსგავსად ჩემზეც გამოჩნდა „სიძულვილის პლაკატები“ ქალაქში”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის მერობის კანდიდატმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი კირთაძის თქმით, ეს მიუთითებს იმას, რა დონის აგონიაშია „ქართული ოცნება”.

„როგორც ჩანს, დამაფასეს. სხვა პოლიტიკურ ლიდერების მსგავსად ჩემზეც გამოჩნდა „სიძულვილის პლაკატები“ ქალაქში, ეს მიუთითებს იმას, რა დონის აგონიაშია „ქართული ოცნება”. იციან, რომ პირველი ტურის მსგავსად მეორე ტურშიც პირწმინდად დამარცხდებიან. მაქსიმალური სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ბიძინა ივანიშვილის “ქართულ ოცნებას” არ უნდა ავყვეთ ამ სიძულვილის ენით საუბარში. მთელი ღამის განმავლობაში “ქართული ოცნების” შტაბები აკრავდა ამ “სიძულვილის ბანერს”, ხალხი სურათებს მიგზავნიდა, როგორ ხევდნენ ამ გაკრულ პლაკატებს, რაც ძაან მიხაროდა. ვინც ხელმძღვანელობს “ქართული ოცნების” შტაბს და ალბათ ჩემი კონკურენტის მითითებით ხდებოდა ეს ყველაფერი”,-  ამბობს კირთაძე.

ბათუმში “ნაცმოძრაობის” მერობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის წინააღმდეგ პლაკატები გამოფინეს.