ბათუმში “ნაცმოძრაობის” მერობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის წინააღმდეგ პლაკატები გამოფინეს

705

ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის გიორგი კირთაძის წინააღმდეგ პლაკატები გამოფინეს წარწერით – “გიორგი კირთაძე გამყიდველია“. ამასთან, პლაკატებზე წერია, რომ გიორგი კირთაძემ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ ყოფნის დროს ბათუმში 72 ქონება, მათ შორის იუნკერთა საფლავები ერთ ლარად გაასხვისა.

ოპოზიციაში პლაკატების გაკვრაში “ქართული ოცნებას” ადანაშაულებენ.

ბათუმის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის – გიორგი კირთაძე და არჩილ ჩიქოვანი. პირველ ტურში კირთაძემ 41,965% აიღო, არჩილ ჩიქოვანმა 41,075%.