26 ოქტომბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ანში და წყრუთში, ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
სოფელ ანში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. რისთვისაც ჯამში 58 ათას ლარამდე დაიხარჯა. შენობა აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, სადაც 25 აღსაზრდელი ისწავლის.
სოფელ წყრუთში კი თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ორ სართულიანი შენობა აშენდა. სამშენებლო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 877 157 ლარით დაფინანსდა. ბაღი 90 აღსაზრდელზეა გათვლილი.
სოფელ წყრუთის ახალი საბავშვო ბაღი, შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის “ თანამშრომლობის ფარგლებში „world vision საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით აღიჭურვა.