თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკრებულოსთან ”ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე სოსო გურულის, ზურაბ ბერიაშვილისა და პაატა დევიძის მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე მსჯელობს.
როგორც სასამართლო პროცესზე სამართალდმცავი უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, სამივე დაკავებული აქციაზე განსაკუთრებული აგრესიითა და პროვოკაციებით გამოირჩეოდა. მისივე თქმით, სოსო გურული, ზურაბ ბერიაშვილი და პაატა დევიძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ სამართალდამცავებს და არაერთი მოწოდების მიუხედავად, მათ არ შეუწყვეტიათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც პოლიციამ ისინი დააკავა.
თავის მხრივ, დაცვის მხარემ პოლიციელის განცხადებას სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერზე სამართალდამცველებს არავითარი მტკიცებულება არ გააჩნიათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოსთან გუშინ გამართულ აქციაზე 8 პირი დააკავეს.
წყარო: ინტერპრესნიუსი