იმერეთიდან “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალიშვილის შემდეგ, “მთავარ არხის” წინააღმდეგ სარჩელი ჭიათურის მერს გივი მოდებაძესაც შეაქვს.
მისი თქმით, ტელევიზიის ერთ-ერთ სიუჟეტში, სადაც მას როგორც სუსის აგენტად მოიხსენიებდნენ, ტყუილი და ცილისწამებაა. ამის გარდა, გივი მოდებაძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მის წინააღმდეგ “მთავარი არხი” გამოგონილ ამბებს აშუქებდა.
“ყალბი ამბების მიზეზით, ბულინგი განიცადეს ჩემი ოჯახის წევრებმა და მცირეწლოვანმა შვილმა, ხოლო დედა საავადმყოფოში მკურნალობს”, – ამბობს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე.
ის ისევე როგორც იოსებ ხახალეიშვილი, ტელეკომპანია “მთავარი არხისგან” სიმბოლურ თანხას 55 555 ლარს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.
მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუს-ის კრებსებში ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე ცნობილია, როგორც სერგეენკოს მეგობარი და სუს-ის კადრი. 2004-2008 წლებში დაზღვევის ფონდის ინსპექტორი. 2008 წელს ნაციონალური მოძრაობის დროს ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინეს, თუმცა აღარ დააყენეს კონკრეტული მამხილებელი მასალის გამო. ამის შემდეგ ბედი სცადა ნინო ბურჯანაძის პარტიაშიც. გადმობირებულია 2006 წელს დასავლეთ იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის მთავარი სამმართველოს მიერ. აგენტურული ფსევდონიმი: “ციცქა”
ცნობისთვის, მთავარ არხს “ქართული ოცნების” კანდიდატებიდან ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, ფოთის მეროსის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე და ქარელის მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი უჩივიან.