“არ ვარ ჩლიქოსანა” – ქარელში “ოცნების” მერობის კანდიდატი “მთავარ არხს” უჩივის და კომპენსაციის სახით ისიც 55 555 ლარს ითხოვს

429

ქარელის მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი “მთავარ არხს” და მის დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლოში უჩივის და კომპენსაციის სახით 55 555 ლარს ითხოვს. ამასთან დაკავშირებით ზაზა გულიაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

“გვარამიას და მთავარი არხის, მათ მიერ წარმოებული შეურაცხყოფისა და დისკრედიტაციის კამპანიისთვის ვითხოვ გარკვეულ თანხას, ეს არის 55 555 ლარი. ნებისმიერ რამეზე წავლენ, რათა მათი ბელადის იმედები გაამრთლონ, რომელიც ამჟამად ციხეში იმყოფება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს გვარამიას და “მთავარი არხის” პირდაპირ გეუბნებით, აღვირახსნილი ქმედებები”, – თქვა მან ბრიფინგზე.

საქმე ეხება 12 სექტემბერს, “მთავარ აქცენტებში” გახმოვანებულ სუს-ის ფაილებს, სადაც ნათქვამია, რომ გულიაშვილს კრიმინალური წარსული აქვს და წლების განმავლობაში, საუნაში მუშაობის დროს ადამიანების პირად ცხოვრებას უკანონოდ იწერდა, რასაც სპეცსასახურები კომპრომატებად იყენდებდნენ. გარდა ამისა, სუს-ის ფაილების მიხედვით, გულიშვილი საქონლის ქურდობაშია მხილებული, რის გამოც მას “ჩლოქოსანას”  მეტსახელი აქვს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, მერობის კანდიდატს პრესკონფერენციის გამართვა  პრემიერმა ღარიბაშვილმა მოსთხოვა, რომელიც გუშინ ქარელში იმყოფებოდა. დღევანდელ ბრიფინგზე მან დაწერილი ტექსტი წაიკითხა და არხის კორესპონდენტის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა ვერ შეძლო.

“ამოიღეთ ის დოსიე, მოსალხეობას აჩვენეთ და მერე ვილაპარკოთ, რა გააკეთა, ფარატინა ფურცელზე ილაპარაკა, ამოიღეთ ოფიციალურად აჩვენებთ და მერე ვილაპარაკოთ”, – უთხრა მან “მთავარი არხის” ჟურნალისტს. 

ცნობისთვის, მთავარ არხს ქართული ოცნების კანდიდატებიდან ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და ფოთის მეროსის კანდიდატი ბექა ვაჭარაძეც უჩივიან.