ლანჩხუთის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

448

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოები, რომლის ღირებულება 2 მლნ. 100 ათასი ლარია, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

“გზების რეაბილიტაცია ამ დროისთვის  აკეთის, აცანის, მამათის, ნიგოითის, შუხუთის, ჩიბათის, სუფსის, ნიგვზიანის, ნინოშვილის, ჯურუყვეთისა და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ჯამურად, 8 კილომეტრამდე სიგრძის შიდა მიმოსვლის გზა მოწესრიგდება.
სოფელ შუხუთში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა – ალექსანდრე სარიშვილმა პირველ მოადგილე, ბიძინა იმნაიშვილთან ერთად დაათვალიერა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.