მარნეულის სოფელ მოლაოღლიში წელს შიდა გზების დაგება აღარ იგეგმება

265

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლიში შიდა გზების დაგება წელს აღარ იგეგმება. მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში სოფელში შიდა გზების დაგებისათვის თანხები გამოყოფილი იყო, თუმცა წელს სამუშაოები გადაიდო. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ვუგარ მამედოვის თქმით, პროექტის განხორციელების საჭიროება წელს აღარ იყო რის გამოც მოლაოღლის შიდა გზების დაგებისათვის გათვალისწინებული თანხა სხვა პროექტებზე გადანაწილდა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველ დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას ბიუჯეტში აღნიშნული იყო, რომ წელს მოლაოღლის შიდა გზების დაგებისათვის 400 000 ლარი იყო გამოყოფილი.