ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ხიდების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

622

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ხიდების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

“გვიმბალაურის, ლესის, ქალაქის (ჩხაიძის ქუჩა), ჩოჩხათის, ჯურუყვეთის, ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხიდების რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტით 398 200 ლარით ფინანსდება.

ქვიანში, მოედანსა და ბაღლეფში სარეაბილიტაციო სამუშაოები სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც ჯამში 865 120 ლარი დაიხარჯება”, – აცხადებენ მერიაში.