თბილისში კორონავირუსის შემთხვევების გამო, ამ დროისთვის, 186 საბავშვო ბაღიდან 63 ბაღია დაკეტილი, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს საკარანტინო ვადის, 12 დღის გასვლისთანავე განაახლებენ. ცნობისთვის, ბაგა-ბაღების მუშაობა 4 ოქტომბერს განახლდა.