კორონავირუსის შემთხვევების გამო ზუგდიდში 7 ბაღი დაიხურა

244

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 7 საბავშვო ბაღია დახურული.

როგორც “ლაივპრესს” სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ განუცხადა, დახურულია სოფელ ბაშის, შამგონის, ნარაზენის, ორულუს ბაღები. ინგირის #1-ელ ბაღში ერთი ჯგუფი და ქალაქის მე-15 საბავშვო ბაღი.

მისი ინფორმაციით, საბავშვო ბაღების ნაწილში მასწავლებლებს, ნაწილში კი, ბავშვებს დაუდასტურდათ ვირუსი.

მუშაობა უკვე განაახლა ანაკლიის საბავშვო ბაღმა, რომელიც ასევე კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების გამო იყო დახურული.

იგივე მიზეზით დისტანციურად მუშაობს ზუგდიდის სკოლებში კლასების ნაწილი.

20 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ კორონავირუსის შემთხვევის გამო 150 სკოლა და დაახლოებით, 400-მდე ინდივიდიალურ კლასში გახდა საჭირო დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. მანვე აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით მასწავლებლებელთა 65 პროცენტი აცრილია. მისი სიტყვებით, ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა, სკოლებში ინფექციის გავრცელების შეჩერებისთვის საჭიროა, ეს მაჩვენებელი 80 პროცენტამდე გაიზარდოს.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 4411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ დადასტურებულია 680 182 შემთხვევა. გარდაიცვალა 29 პაციენტი. ჯამში 9617გარდაცვლილი. გამოჯანმრთელდა 2896 პაციენტი. სულ 622 181 გამოჯანმრთელებული.