საკრებულოს სხდომიდან ნაციონალი ირაკლი ნადირაძე გააძევეს

630

თბილისის საკრებულოში სხდომა დაიწყო. სხდომაზე  ოპოზიციამ გიორგი ალიბეგაშვილს მოსთხოვა განემარტა, თუ რა პრინციპით არ მისცეს პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს სხდომაზე დასწრების უფლება.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ირაკლი ნადირაძე სხდომიდან გააძევეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის საკრებულოს წინ ნაციონალური მოძრაობის აქციაზე ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მანამდე, საკრებულოში შესვლას ევროპული საქართველოს წევრები ცდილობდნენ, თუმცა შენობასთან დილიდან მობილიზებულმა პოლიციამ, მათ ამის საშუალება არ მისცა.

29 სექტემბერს, პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას, საათნახევრიანი დაპირისპირების შემდეგ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი მაინც დაუჭირა. ამ გადაწყვეტილების გამო სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის წევრები დააკავეს.

წყარო: იმედინიუსი