ზინობიანში სოფლის დამაარსებლის სკულპტურა დადგეს

317

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში, უდიური თემის პირველი წინამძღოლისა და სოფლის დამაარსებლის სკულპტურა დადგეს.

ზინობი სილიკაშვილის სკულპტურის დადგმასა და მის შესახებ საინფორმაციო დაფის განთავსებას სოფლის მოსახლეობა, რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდა. ადგილობრივების ინიციატივით, ორგანიზაცია “სამოქალაქო დარბაზი” სკულპტურისათვის საჭირო თანხას, რამდენიმე თვის განმავლობაში აგროვებდა.

ამავე კამპანიის ფარგლებში, სოციალურ ქსლში გვერდიც შეიქმნა, სადაც უდიების ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და ზინობი სილიკაშვილის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება.

სკულპტურის დადგმის ცერემონიალს ზინობი სილიკაშვილის შთამომავლებიც ესწრებოდნენ.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი ზინობიანი საქართველოში მცხოვრები უდიების განსახლების მთავარი ადგილია.

ზინობი სილიკაშვილის თაოსნობით, 1922 წელს, კავკასიის ალბანელთა შთამომავლების, უდიების ერთი ნაწილი დღევანდელი აზერბაიჯანიდან საქართველოში ჩამოვიდა.

სოფლის დამაარსებელი, 1938 წლის 16 ოქტომბერს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა.