შაორისა და ანაკლიის ბანაკებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ

506
ფოტოს წყარო: Facebook

თეა წულუკიანი შაორისა და ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკებს ეწვია. მინისტრი თანმხლებ პირებთან ერთად ადგილზე ბანაკების მდგომარეობას გაეცნო და მათი აღდგენის გეგმა დასახა.

კერძოდ, გადაწყდა, რომ უნდა მოხდეს ბანაკების რეაბილიტაცია და სამუშაოები უნდა შესრულდეს ისეთ ვადებში, რომ მომავალი წლის ზაფხულში მოცემულ ბანაკებში უკვე შესაძლებელი იყოს ახალგაზრდების გამგზავრება.

ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს ორი ბანაკი ძირითადად კულტურული მიმართულების პროექტებით უნდა დაიტვირთოს, ხოლო სპორტისათვის მთაში – სტეფანწმინდასა და სვანეთში ალპინისტური ბანაკები უნდა აღდგეს, რისთვისაც მუშაობა უკვე დაწყებულია.

მიმდინარე წლის ზაფხულში სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას თეა წულუკიანმა ერთ-ერთ პრიორიტეტად ახალგაზრდული ბანაკების აღდგენა დაასახელა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდული ბანაკები, დასვენებისა და გართობის გარდა, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის ადგილი იქნება.