ფოთის მუნიციპალიტეტში სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. პროექტი ფონდი „ქართუმ“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
„სამხატვრო სასწავლებლის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და წლების განმავლობაში იყო ავარიულ მდგომარეობაში.
სამხატვრო სასწავლებელი იმ შენობათა შორისაა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორის ფრიკის მიერ არის დაპროექტებული.
შენობა სრულად იქნა აღდგენილი და დაუბრუნდა პირვანდელი სახე, აღდგენილი იქნა არქიტექტურული დეტალები, რომელიც მას უნიკალურობას სძენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.