ახალციხის საოლქომ კენჭისყრის შედეგები შეაჯამა

520

16 ოქტომბერს ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ სხდომა გამართა, სადაც კენჭისყრის საბოლოო შედეგები შეაჯამა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ირაკლი ლაზარაშვილი გახდა. მუნიციპალიტეტის საკრებულო 39 დეპუტატისგან დაკომპლექტდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

მმართველ პარტიას ახალციხის საკრებულოში მაჟორიტარული სიით 12, ხოლო პროპორციული სიით 16 დეპუტატი შეჰყავს.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, საკრებულოს 39 დეპუტატიდან “ერთიან ნაციონალურ მოძრაობის” პროპორციული სიით რვა, ხოლო“ გახარიას საქართველოსთვის“ პარტიიდან კი ორი დეპუტატი შედის. პარტია“ ევროპულ საქართველოდან“ საკრებულოში ერთ მაჟორიტარი მოხვდა.

სხდომაზე განსხვავებული აზრი გამოხატეს „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. აღნიშნული სხდომის ოქმს წერილობით დაერთო.

“დღეს 37 საარჩევნო ოლქში არჩევნები შეჯამდა, დაიწერა შემაჯამებელი ოქმები. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს არჩევნები ცალსახად არ გამოხატავდა ხალხის ნებას. საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა აქტიურ რეჟიმში “კაი ბიჭების” და ამ ინსტიტუტის აქტიური ჩართულობით, დაშინებით და მოსყიდვით. იმდენად დიდი რაოდენობის ხმები მიიღო მმართველმა ძალამ რომ, ფაქტიურად მისი გადაბალანსება ვერ მოხერხდებდა ვერანაირად“,–თქვა  ენმ–ს წევრმა ეკატერინე ჩიტაშვილმა.

ვინ მოხვდნენ ახლადარჩეულ საკრებულოში:

N41 – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”

დავით ლომიძე;
დავითი ტაბატაძე;
ნინო მიქაბერიძე;
ბესიკ ბლიაძე;
საბა კბილაშვილი;
მალვინა ბურძენიძე;
ზაზა მელიქიძე;
გურამი გელაშვილი;
მარიამ გოგოლაძე;
ნოდარი ტალახაძე;
ხორენ ოგანესიანი;
ზოია ბალიაშვილი;
მამისა დიაკონოვი;
ნოდარ ხითარიშვილი;
ნათელა ლურსმანაშვილი;
არტაშეს ბალასანიან.

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

ქეთევან ბარძიმაძე;
დავითი ახალკაცი;
გოჩა ინასარიძე;
სამსონი ბალიაშვილი;
კობა სანდროშვილი;
მარიამ დალალიშვილი;
იოსებ დემეტრაძე;
ნონა ქოზაშვილი.

N25 – “გახარია – საქართველოსთვის”

მარინე აბულაძე;
გიორგი გიორგაძე;

მაჟორიტარები:

„ქართული ოცნებიდან“ 12 წევრი:

დავით სამსონიძე;
გელა ჭალიძე;
ამბარცუმ ბაბოიანი;
მერი ხაბეიშვილი;
ზურაბი ბარძიმაძე;
სიმონ გელაშვილი;
იოსებ კაპანაძე;
არუთუნ აგაბაბიანი;
პეტროს ვართანიანი;
ზაალ ბერიძე;
ილია კაპანაძე.

„ევროპული საქართველოდან“ 1 წევრი:

ტარიელ ტაბატაძე.