უმოქმედო პროგრამა ბათუმის მერიაში

239

ეს განცხადება, 2019 წელს ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის, მაშინდელმა ხელმძღვანელმა ეგარსლან ლომაძემ გააკეთა. ინტერვიუს მიხედვით 2020 წელს 19 ავარიული სახლის დემონტაჟი უნდა განხორციელებულიყო. გამომდინარე იქედან, რომ კომენტარი ზოგადია და კონკრეტული მისამართები დასახელებული არაა, უცნობია, რომელი შენობების ჩანაცვლება იგეგმებოდა. დღეს ადგილებს ვერც თავად ლომაძე იხსენებს. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

ბათუმის მერიის მიერ ავარიული სახლების დემონტაჟის პროგრამა 2019-20 წლებში უნდა განხორციელებულიყო. ერთი წლით ადრე, 2018 წელს, საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. 14 სერვისცენტრის თანამშრომლებს ბათუმში არსებული ასეთი ტიპის შენობები უნდა შეესწავლათ. შეიწვალეს კიდეც და გადაწვიტეს, რომ 10 სახლი მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი იყო. ეს ლაშა კომახიძის მერობის პერიოდია. პასუხისმგებლობას გაქცეულმა ყოფილმა მერმა საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოასწო. ავარიული სახლების დემონტაჟის პროგრამის საკითს დღეს იგი სოციალურ ქსელში ვრცელი ფეისბუქ პოსტით ეხმაურება.

2018 წლის ბოლოს, მოსახლეობასთან რეგულარული შეხვედრებიდან წამოსული მრავალრიცხოვანი თხოვნის საფუძველზე, დავინტერესდით ცალკეული საცხოვრებელი სახლების სავალალო მდგომარეობით, ქალაქ ბათუმის თოთხმეტივე სერვის ცენტრს დაევალა წარმოედგინა დეტალური, ფოტო მასალით დასაბუთებული ინფორმაცია საკუთარ ადმინისტრაციულ ნაწილში არსებული იმ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შესახებ რომლებიც არ აკმაყოფილებდა უსაფრთხო საცხოვრებელის მახასიათებლებს ნებისმიერი ნიშნით. 2019 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იქნა საკამოდ მოცულობითი, ძალიან დეტალური აღწერილობის მასალა დაახლოებით 100 მდე საცხოვრებელი სახლზე. 2020 წლის პირველ ნახევარში, სამხარაულიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული იქნა კონკრეტული სამოქმედო პროგრამა და საინფორმაციო საპრეზენტაციო მასალის სახით სამუშაო შეხვედრაზე გაეცნო ქალაქ ბათუმის საკრებულოს. დეტალებში ჩაღრმავების გარეშე გეტყვით, რომ პროგრამის შინაარსი ითვალისწინებდა 10 წლიან სამოქმედო გეგმას, 80 მილიონი ლარის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფდა 1200 მდე ოჯახის დაკმაყოფილებას ღირსეული, ახალი საცხოვრებელი ფართებით რა დროსაც გამოყენებული იქნებოდა, როგორც მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდი, ასევე თანამშრომლობა კერძო სამშენებლო სექტორთან.

კომახიძის იდეა ვერ განხორციელდა, თუმცა, ბათუმის მერიას აქვს პროგრამა, რომელიც მიმართვის საფუძველზე ავარიული შენობების რეაბილიტაცია-დემონტაჟს ითვალისწინებს. წარმომადგენლობითი ორგანოს მუნიციპალური ქონების და სერვისების სამსახურის მართვის ხელმძღვანელს ვკითხეთ, რამდენი სახლის დემონტაჟი განახორციელეს, ვერ დაგვისახელა, თუმცა, არგუმენტად ე.წ „შანხაის დასახლების“ კეთილმოწყობა მოიშველია. ჩვენი კითხვებით დაბნეულმა ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ სვეტიცხოვლობაა და ისვენებს.

ბათუმში რომ მრავალი კორპუსი დემონტაჟს საჭიროებს, ცხადია. 8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ შეშინებული და საფრთხის ქვეშ მყოფი მოქალაქეები ყოველდღიურად მოგვმართავენ. დღეს წერეთლის ქუჩაზე არსებული შენობა გადავიღეთ სადაც, ასამდე ოჯახი ცხოვრობს.

ის, რაც ჩვენი კამერის ობიექტივში მოხვდა, ცხადჰყოფს, რომ აქ ცხოვრება უსაფრთხო არაა, კოპუსიდან ქვები ცვივა. ადგილობრივები ყოველ დღეს შიშში ატარებენ.  სახლის შიდა კედლებიც დაბზარულია. ნაპრალები ყოველდღიურად ჩნდება იატაკებსა და საყრდენ კედლებზე. იმისთვის, რომ წერეთლის ქუჩაზე არსებული კოპურსი მერიამ შეიწავლოს, ადგილობრივებმა განცხადებით სერვის ცენტს უნდა მიმართონ.