ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, მესამე პროექტი საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩაზე განხორციელდება. ავარიული კორპუსი დავით გამრეკელის პირველ შესახვევში, N6-ში მდებარეობს. საცხოვრებელი სახლი 4-სართულიანია, საპროექტო დოკუმენტაციით კი სართულების რაოდენობა საბოლოო ჯამში 8-მდე გაიზრდება.
სახელმწიფო შესყიდვის შედეგეგად, გამარჯვებული კომპანია შპს “ჯორჯიან ჰაუსია”. კომპანიის შესახებ “ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა.
როგორც გაირკვა კომპანიის წილის 100%-ს თორნიკე დვალი ფლობს. მასვე უკავია კომპანიის დირექტორის თანამდებობა. კომპანიას 82 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 52.4 % წაგებული ტენდერებია და მხოლოდ, 17.8 % მოგებული ან მიმდინარე.
მოგებული ტენდერების საერთო ღირებულება 2.7 მლნ ლარია, მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება კი, 2.4 მლნ ლარი.
კომპანიას, ასევე მიღებული აქვს 9 გამარტივებული შესყიდვა, რომლის საერთო ღირებულებაც 535 450 ლარია.
მერიასა და კომპანიას შორის, ხელშეკრულება ძალაში 2022 წლის 30 ნოემბერს შევიდა 2028 წლის 30 იანვრამდე. ჩანაცვლების დაფინანსების წყარო 2023 წლის დედაქალაქის ბიუჯეტია. შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს.