ახალციხის სოფელ ხეოთში სპორტული მოედანი მოეწყობა

303

ახალციხის სოფელ ხეოთში სპორტული მოედნის მოწყობაზე ახალციხის მერიამ ტენდერი 76 180 ლარზე გამოაცხადა.

„სოფელ ხეოთში მოსახლეობის მოთხოვნით უნდა მოეწყოს სპორტული მოედანი, რომელიც აღჭურვილი იქნება ფეხბურთის კარებით, კალათბურთის ფარებით და განათებით. მოედანზე მოეწყობა ხელოვნური საფარი“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ტენდერში მონაწილეობის მიღება ხვალ, 15 ოქტომბერს დაიწყება და 18 ოქტომბერს დასრულდება.