სააპელაციომ ენმ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა

333

წინა სტატია

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნაციონალური მოძრაობის სარჩელი და ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების კანდიდატისთვის მინიჭებულ გამარჯვებას ასაჩივრებდა და შედეგების ობიექტურად გადათვლას ითხოვდა, თუმცა, ორი ინსტანციის სასამართლომ ოპოზციის არგუმენტირებული მოთხოვნა უარყო.

შეგახსენებთ, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმები “ოცნების” მოთხოვნით გადათვალეს. შედეგად კი ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატმა ზუგდიდის ერთ ერთ ოლქში, მანუჩარ ფიფიამ გამარჯვება დაკარგა, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.

ზუგდიდის მე-11 საარჩევნო მაჟორიტარული ოლქის ბათილი ბიულეტენების გადათვლის შედეგად, “ქართულ ოცნებას” 12 ხმა დაემატა, გახარიას პარტიას 2, ერთი კი ენმ-ს.

ამ გადაწყვეტილებით, ოლქში პირველი ტურის შედეგი შეიცვალა და თუ მანამდე კონკურენტზე ორი ხმის უპირატესობით იმარჯვებდა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, გადათვლის შემდეგ გამარჯვებული “ქართული ოცნების” კანდიდატი გახდა.

ენმ-მ საოლქოს თავმჯდომარე, მირანდა მესხი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და შაბათს აქციაც გამართა.

ენმ თვლის, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ ოლქში შენახული დალუქული კონვერტები გახსნა და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ჩაასწორა ბიულეტენები.